მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის (1– 6 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

6187ea5f60e3b
ირაკლი მაკალათია
07.11.21 20:21
1041

გთავაზობთ გასული კვირის (1– 6 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა
2. EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ეკონომიკური ზრდის რისკ-ფაქტორები შეაფასა
3. 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა
4. ბიზნესმენების ინიციატივები და გამოხმაურებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე
5. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების სამთავრობო გეგმა
6. სვანეთში ჰესების პროექტების მდგომარეობა
7. საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი
8. რამდენმა კომპანიამ ისარგებლა "აწარმოე საქართველოში" პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემით?
9. როგორ შეიცვლება გაზის ტარიფი ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის
10. საქართველოს მთავრობის დაკვეთით, კომპანია MTBS-ის მიერ “ანაკლიის პორტის” პოტენციალზე ჩატარებული კვლევის შედეგები საიდუმლოა


1. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა


2021 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა (19.6%), ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფშიც (18.4%), რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73%-ული პუნქტით აისახა. სამომხმარებლო ხარჯებში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით სწორედ სურსათის ჯგუფია წარმოდგენილი. ამასთან, თუ პროდუქტების ინდივიდუალურ ინდექსებს ვნახავთ, ყველაზე მეტად მოხმარებად პროდუქტებზე კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, ვიდრე ფასების საერთო დონის მატება, რაც ცხადია უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. ბოლო თვეებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის საპირისპიროდ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მომდევნო წლის მარტიდან ინფლაციის მკვეთრ შემცირებას პროგნოზირებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/305muJ4; https://bit.ly/3BRcjVn; https://bit.ly/3mRgAnj; https://bit.ly/2Ys29wQ

2. EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ეკონომიკური ზრდის რისკ-ფაქტორები შეაფასა

EBRD 2021 წელს საქართველოსთვის 7.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 3%-ით მეტია და რეგიონში თურქეთის (9.0%) შემდეგ მეორე ადგილზეა. ორგანიზაციის ანგარიშში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის რისკ-ფაქტორებად ვაქცინაციის დაბალი დონე და მაღალი ინფლაცია სახელდება. საქართველოს მთავრობის პროგნოზით კი 2021 წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nXUcrS; https://bit.ly/301kzoj; https://bit.ly/3ETiav4

3. 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიებისთვის საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნება, ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით მოხდა. აღსანიშნავია, რომ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებასთან ერთად, იზრდება ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადების ფაქტები, რითაც ბოლოს ერთ-ერთმა კომპანიამ 48 მილიონის ოპერაციები განახორციელა და 0.8 მილიონი ლარის დაბრუნებას შეეცადა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3H07EE6


4. ბიზნესმენების ინიციატივები და გამოხმაურებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე

წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ ფაქტის შემდეგ, საზოგადოების მხრიდან წალენჯიხის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა ყურადღება და ინტერესი. მათ შორის წალენჯიხაში ბიზნეს ინტერესების სურვილი გამოთქვეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა. პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინიციატივა წამოაყენა, რომ ბიზნესმენებმა წალენჯიხაში გადმოიტანონს მათი კომპანიების ანგარიშები და მოგება ქალაქში დატოვონ. მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც წალენჯიხაში უახლოეს პერიოდში ჩავა და ადგილობრივ პოტენციალს შეისწავლის. სპორტი, განათლება და ინფრასტრუქტურა - ეს ის სფეროებია, სადაც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ინვესტირებას გეგმავს. ასევე, ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა’’ დაანონსა იურიდიული მისამართის წალენჯიხაში გადატანა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CSxffS; https://bit.ly/3ESk0MN; https://bit.ly/3wnUnQV

5. სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების სამთავრობო გეგმა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ელექტრონული აუქციონის გზით, 29 862 500 ლარის ღირებულების სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაიყიდა, ხოლო 1 ლარად პრივატიზებულია 141 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო დანიშნულების მიწა, რომელთა ჯამური ფართობი 535 565 კვ.მ-ია.
მიწებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს. კერძოდ, შოვში ტურისტული კომპლექსის მოწყობას ყაზახი ინვესტორები უკვე წლებია ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე მიწის ნაკვეთს ფლობენ. პროექტის განხორციელებას შოვის გენგეგმის დამტკიცება აფერხებს. სანამ ადგილზე ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა არ დამტკიცდება, მიწის აუქციონები შეჩერდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3o7gk3a; https://bit.ly/3wpRVcB ; https://bit.ly/3038EGw

6. სვანეთში ჰესების პროექტების მდგომარეობა

საინვესტიციო ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” დაქვემდებარებაში არსებულმა “სვანეთი ჰიდრომ” ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს ელექტროენერგიის რეალიზაციიდან 12.56 მილიონი ლარი გამოიმუშავა. მის საკუთრებაში სულ ორი ჰიდროელექტროსადგურია: “მესტიაჭალაჰესი 1” და "მესტიაჭალაჰესი 2’’, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 50 მეგავატს შეადგენს. “საქართველოს კაპიტალი" ასევე ფლობს შპს “ჰიდროლეას” რომლის სიმძლავრეც 20.6 მეგავატია. საქართველოს რეალობაში ელექტოენერგიის გამომუშავების სიმძლავრით უდიდესი მნიშვნელობის მქონე, სვანეთში არსებულ ჰიდროელექტროსადგურ "ნენსკრაჰესის” დასრულების თარიღმა ნაცვლად 2020 წლისა, 2027 წლისთვის გადაიწია. პროექტის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CVtfevhttps://bit.ly/2ZZupaY

7. საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1.7 მილიარდი აშშ დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 28%-ით აღემატება. ფულადი გზავნილების სისტემების მიხედვით, ყველაზე მეტი RIA-ს მეშვეობით გადმოირიცხა, ხოლო მეორე ადგილზეა რუსული Zolotaia Korona. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთიდან მიღებული გზავნილები აგენერირებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mTDiLu; https://bit.ly/3CSb2yw

8. რამდენმა კომპანიამ ისარგებლა "აწარმოე საქართველოში" პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემით

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემით 2020 წლიდან დღემდე 234-მა კომპანიამ ისარგებლა. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 500 ათასი ლარი უნდა გაეცათ, თუმცა მხოლოდ 42.7%-ის ათვისება მოხერხდა. გეგმის ვერ შესრულების მიზეზად, სააგენტოში დაასახელეს პროგრამაში აქტიურად ჩართული ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შეფერხება, ვინაიდან ბანკების ნაწილმა დაბალი აქტიურობის გამო ვერ აითვისა მათთვის გამოყოფილი ლიმიტი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3F85vov


9. როგორ შეიცვლება გაზის ტარიფი ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის

1 დეკემბრიდან, "სოკარ ჯორჯია გაზის" მომხმარებელ ბიზნეს სექტორს 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით, 1.15 ლარამდე გაუძვირდება. გაძვირების ერთ-ერთი მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაასახელეს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო სემეკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება. რაც თითქოს მოქალაქეებისათვის დამამშვიდებელი ინფორმაციაა, თუმცა ბიზნესისათვის გაზრდილი ტარიფი მათ მომსახურების ფასზეც აისახება, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის წინაპირობაა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bO4ZPD; https://bit.ly/3H0PzGj ; https://bit.ly/3kdQIAB

10. საქართველოს მთავრობის დაკვეთით კომპანია MTBS-ის მიერ “ანაკლიის პორტის” პოტენციალზე ჩატარებული კვლევის შედეგები საიდუმლოა

კომპანია MTBS-ის მიერ “ანაკლიის პორტის” პოტენციალზე ჩატარებული კვლევის შედეგები კონფიდენციალურია და მთავრობა მის შედეგებს არ ასაჯაროვებს. აღნიშნულ კომპანიასთან სახელმწიფომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში გააფორმა და დაანონსდა, რომ მთავრობის მონაწილეობა უფრო მეტად წონადი შეიძლება ყოფილიყო და მეტად მიმზიდველი გამხდარიყო პროექტი. თუმცა, ახლა ეკონომიკის მინისტრი BMG-ის პასუხობს, რომ “წონად მონაწილეობაში” სახელმწიფოს მიერ პროექტის გარანტორობა არ იგულისხმებოდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3o8mwb9

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები