მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გატეხილი თხილის ფასი 13 ლარამდე გაიზარდა

63e7555900125
ალა ისპირიანი
12.02.23 10:30
2187
„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, გატეხილი თხილის ფასი 13 ლარამდე გაიზარდა. გადაცემა „საქმის კურსში“ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ თქვა, რომ მომავალ სეზონზე უკეთესის მოლოდინი აქვთ.

„თხილის ფასი გასული ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა, მაგალითად, ადრე საშუალოდ 11 ლარი ღირდა. გაუტეხავი თხილი კი დაახლოებით 4 - 4.50 ლარად გადიოდა. ახლა გატეხილი 13 ლარი გახდა და გაუტეხავი, დაახლოებით 5 – 5.50 ლარი ღირს,“- განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

ფასის ზრდის მიუხედავად, მერაბ ჭითანავას თქმით, ეს სასურველი ლიმიტი არ არის და მომავალ სეზონზე უკეთესი მოლოდინები აქვთ.

„ჩვენ უფრო მაღალი ფასები გვინდა. მოლოდინიც გვქონდა სეზონის დასაწყისში, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა თუმცა ეს საკითხების ერთობლიობაა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ. მინდა სექტორი დავაიმედო, რომ მომავალი წლიდან უკეთესი მოლოდინი გვაქვს. გაგვაჩნია რესურსი, მაღალი ხარისხის თხილი მივიღოთ. ფერმერებს მოვუწოდებ არ დაკარგონ ის შესაძლებლობა, რომ მომავალ სეზონზე უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში თხილის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ამ მოცემულობის მიუხედავად, თხილის ექსპორტი იმპორტს აღემატება და გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზებით 102 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლებია. ამის მიუხედავად, თხილი ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო საქონელში 1.8%-იანი წილით მეცხრე ადგილს. ჯამში გასულ წელს თხილის იმპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა.

TOP-10 საექსპორტო და საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები