მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაუძლებს თუ არა ბიზნესი მეორე ლოქდაუნს? – ლაშა პაპაშვილის მოსაზრება

5fb2b55c233a7
თამთა ჯიჯავაძე
16.11.20 23:00
1698
გაუძლებს თუ არა ბიზნესი მეორე ლოქდაუნს? – ამ შეკითხვას ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ უპასუხა. მისი თქმით, სხვა გზა არ არის.

„სხვა რა გზაა, სამწუხაროდ, მოგვიწევს რომ გავუძლოთ. სხვა პრაქტიკა არ არის დანარჩენ მსოფლიოში, ყველანაირად უნდა მივყვეთ დინებას, ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე გამონაკლისს და ექსკლუზიურს ვერ მოვიფიქრებთ“, – აღნიშნა პაპაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე თვეებია ბიზნესი გაძლების რეჟიმშია, – „არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, არსად არაა სახარბიელო მდგომარეობა“, – განაცხადა ბიზნესმენა და დასძინა რომ ადაპტაციაა საჭირო.

ხოლო კითხვას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მთავრობამ ბიზნესის დასახმარებლად გააკეთოს, პაპაშვილმა უპასუხა:

„ჩემთვის პირადად იმაზე მეტი გაკეთდა, რისი მოლოდინიც მქონდა. ეს ეხება სასტუმრო ინდუსტრიას თუ ხელფასების ნაწილში შეღავათებს, კიდევ გადავადდა.. არის კონკრეტული პროექტები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არ შეჩერებულა, ამ კუთხით მგონი მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძით განცხადებით, დღეს დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა დღესაც იყო და კიდევ გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ წინასწარ რა შეზღუდვებზეა საუბარი, ვერ იტყვის და განმარტა, რომ "ლოქდაუნი" ანუ სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა შეზღუდვები გამკაცრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები