მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუცნობიერებლობით, ეკლესიებსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენებთ უცხოური ზეგავლენის საკითხს - აკაკი ჩარგეიშვილი „რუსულ კანონზე“

აკაკი ჩარგეიშვილი
27.05.24 21:16
283

აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის დამფუძნებელი, აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ „რუსული კანონის“ გავლენას საზოგადოება სათანადოდ ვერ აფასებს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ეკლესია-მონასტრები NGO-ს სახით არიან რეგისტრირებულნი და იმ ფონზე, რომ უცხოელი პარტნიორები არაერთ მიმართულებას აფინანსებენ, საბოლოოდ, შესაძლოა მათ შემთხვევაშიც დადგეს უცხოური გავლენის საკითხი.

„სრულად ქართულ საზოგადოებას გაცნობიერებული არ აქვს, რასთან გვაქვს საქმე. როდესაც გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, რეალური მოტივი არის უცხო ძალის დარქმევა. საქართველოში აბსოლუტურად ყველა ეკლესია და მონასტერი დარეგისტრირებულია NGO-ს სახით. ჩამონათვალში არის 700-ზე მეტი საეკლესიო NGO. პარტნიორი ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, UNESCO-დან მიმდინარეობს ფრესკების აღდგენა, რეაბილიტაცია, ბევრი საკითხი... საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ამ გაუცნობიერებლობით, ეკლესიებსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენებთ ზეგავლენის საკითხს. რეალურად ეს ყველა NGO-ს ეხება“,- აღნიშნა მან.

აკაკი ჩარგეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება დაბრკოლებაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც არაერთი მიმართულებით დებდნენ თანხებს ქვეყანაში.

იურიდიული ფირმების ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, "რუსულ კანონზე" ვეტო არ დაძლიოს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები