სამხრეთ კავკასიაში "მსოფლიო ბანკის" რეგიონული დირექტორის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას გააგრძელებს. როლანდ პრაისი იმედოვნებს, რომ სებ-ი მომავალში ძლიერ ინსტიტუტად დარჩება. განცხადება პრაისმა მედიასთან, საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად სისტემატურ დიაგნოსტიკური კვლევის განახლებული შედეგების წარდგენაზე გააკეთა.
"მსოფლიო ბანკი ამ დროისთვის ეროვნულ ბანკს ტექნიკურად ეხმარება და გავაგრძელებთ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმ კარგ საქმეში, რომელსაც ის აკეთებს. ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო ძლიერი ინსტიტუტი და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. ვფიქრობთ, ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და მას ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმით ვეხმარებით და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის მხარდაჭერას კვლავაც გავაგრძელებთ", - განაცხადა როლანდ პრაისმა.
ცნობისთვის, ეროვნულ ბანკის შესახებ კანონის მიღების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა ამ დრომდე შეჩერებულია.