მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში დემოკრატიისა გასაძლიერებლად - ევროსაბჭოს კონგრესი

ქულსი

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი, მარკ ქულსი „რუსული კანონის“ შესახებ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

მისი განცხადებით, თავისუფალი და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია. მარკ ქულსი აღნიშნავს, რომ კონგრესი გააგრძელებს საქართველოში მუშაობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად.

„ვიზიარებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გამოხატულ ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და მის გავლენაზე საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. თავისუფალი და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია ყველა დონეზე. კონგრესი გააგრძელებს მუშაობას საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“,- აცხადებს მარკ ქულსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები