ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტნიორი ქვეყანა გმობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.
ლატვია კვლავაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსი საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




























