მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა? - ირაკლი ჩიქოვანის პასუხი

5e8d9e802d63b
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.20 13:49
1225

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების გახანგრძლივების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიხედვით იქნება მიღებული.

„საკოორდინაციო საჭოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს და ასევე იმ დასვკნებს და მოლოდინებს, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით.

ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისად და გაგრძელდება გადაწყვეტილებების ასე მიღება. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებამდე და აპრილის ბოლო ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდიანრე რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში... რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე რომ დღეს დღეობით მიღებული არ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, არ იქნება სწორი, თუმცა ყველა გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაეყრდნობა იმ რეალობას რაც გვექნება გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

შეგახსენებთ, საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები