მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია - ახალ წელს მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში უნდა შევხვდეთ

5fdb08bf72f35
ინგა მურუსიძე
17.12.20 11:23
1238
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ წელს საზოგადოება მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში უნდა შეხვდეს. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანი იქნება, როგორ შეხვდება ქვეყანა ახალ წელს.

„წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, ოჯახურ წრეში, თავი უნდა ავარიდოთ ჩვეულ, დიდ საახალწლო წვეულებებს. წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით სავსე და ჩვენი ეკონომიკური გამოწვევებისთვის დიდი, მნიშვნელობა ექნება როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები