მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს

5f4d29b52170d
BM.GE
31.08.20 20:45
739
"გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებას უსურვებს.

"მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, - გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს. გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!"- აღნიშნავს გიორგი გახარია.