მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია Twitter-ზე: დაპირისპირება ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უქმნის საფრთხეს

602e7c8c66af8
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.21 18:50
1018
თანამდებობიდან წასული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარ Twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება და კონფრონტაცია საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უქმნის საფრთხეს.

„მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს. ამიტომ, მე განვაცხადე გადადგომის შესახებ, იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და მოვახდენ სიტუაციის დეესკალაციას“, - წერს გიორგი გახარია.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეს უკავშირდება. დღეს 17:00-ზე ქართული ოცნების სათაო ოფისში პარტიამ პრემიერობის ახალი კანდიდატი - ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგინა, რომელიც მთავრობას 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები