პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ პარტიას უჭერს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ როგორც თბილისში, ისე რეგიონების საკრებულოებში მისი პარტია იქნება წარმოდგეენილი.
„ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაგვჭირა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის ვერ და არ ვეტყვით, რომელიმე პარტიას დაუჭირონ მხარი. მიზეზი მარტივია - ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, ეს ნიშნავს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას და უარი უთხრა იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ილუზიას ქმნის ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება არჩევნების პირველ ტურს, გახარიას თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილო ჰქონდა ბევრ დარღვევას, ამიტომ მისი პარტია მას აფასებს როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
„ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. დღეს რეალობა არის ასეთი: ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად შეიქმნა ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია დავანგრიოთ ორპარტიული მმართველობა, რომლებსაც ორივე შემთხვევაში აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ“,, - განაცხადა გახარიამ.