მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვები, ფინანსები... - მარტ-მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები 20 327-მდე გაიზარდა

ვაკანსია

მარტ-მაისში jobs.ge-ზე 20,327 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა

  • გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 5,373 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.1%-ით მეტია;
  • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 4,302 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტია;
  • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 4,677 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.3%-ით მეტია.

რაც შეეხება მხოლოდ მაისში გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, ამ პერიოდში Jobs.ge-ზე 7,306 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 17.2%-ით, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით მხოლოდ 0.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია;

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, თვის ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა (+21.8%), ხოლო ყველაზე მცირე ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+12%).

წლიურ ჭრილში კი ყველაზე დიდი ზრდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა (+9.3%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-12.6%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები