მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყინული თევზის იმპორტი 11%-მდე შემცირდა, 51.4%-ით გაიზარდა ექსპორტი - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

გაყინული თევზი

საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი 11%-მდე შემცირდა.

საქსტატის 10 თვის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანამ 24,6 მლნ დოლარის ღირებულების 10,523 ტონა გაყინული თევზი შეიძინა. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში შეძენილი გაყინული თევზის მოცულობა 11 817 ტონას შეადგენდა, ხოლო ღირებულება 26,2 მლნ დოლარი იყო.

საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ნორვეგიაა, საიდანაც ქვეყანამ 4,6 მლნ დოლარის ღირებულების 1 769 ტონა გაყინული თევზი შეიძინა.

იმპორტიორი ბაზრების ხუთეული ასეთია:

  • ნორვეგია - $4,6 მლნ (1,769 ტონა)
  • ესპანეთი - $3,3 მლნ (1,580 ტონა)
  • ისლანდია - $3,3 მლნ (1,493 ტონა)
  • აშშ - $ 2,2 მლნ (1,147 ტონა)
  • კანადა - $938 ათასი (490 ტონა)

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან გაყიდული გაყინული თევზის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2,5 მლნ დოლარის ღირებულების 1,283 ტონა გაყინული თევზი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის სომხეთია, სადაც 886 ათასი დოლარის ღირებულების 481 ტონა გაყინული თევზი გაყიდა. მას მოსდევს აზერბაიჯანი, სადაც საქართველომ 852 ათასი დოლარის 326.9 ტონა გაყინული თევზი გაყიდა. შემდეგი ბაზარია უკრაინა, სადაც 247 ათასი დოლარის ღირებულების, 266 ტონა გაყინული თევზი გაიყიდა. 599 ათასი დოლარის ღირებულების 189 ტონა გაყინული თევზი გაიყიდა რუსეთში. ხოლო თურქეთში საქართველოდან 12 ათასი დოლარის ღირებულების 19.5 ტონა გაყინული თევზი გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები