მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზგამანაწილებელი კომპანიები მომდევნო 5 წელში ₾307 მლნ-ზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ - სემეკი

გაზი

გაზგამანაწილებელი კომპანიები მომდევნო 5 წელში ჯამურად 307 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. შესაბამისი საინვესტიციო გეგმები სემეკმა შეითანხმა.

კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თელავგაზისა“ და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ 2026-2030 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამურად საუბარია 307,093,676 ლარზე.

სემეკის ინფორმაციით, შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს.

შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2026-2030 წლებში 102,848,296 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 105,756,241 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,680,209 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ამავე პერიოდისთვის შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ მიერ განხორციელდება 2,027,873 ლარის ინვესტიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები