მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზის კორპორაცია ყაზახ-საგურამოს მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს

გაზსადენი

ნავთობისა და გაზის კორპორაცია "ყაზახ-საგურამოს" გაზსადენზე სამუშაოებს გეგმავს. შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ,,ყაზახ-საგურამოს" მაგისტრალური გაზსადენის 118,7 კილომეტრზე კოროზიული მონაკვეთის შეცვლისათვის საჭირო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამაზე კორპორაციამ 83 847 ლარი უნდა დაიხარჯოს. სარემონტო სამუშაოებს ერთადერთი ლიცენზიატი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ჩაატარებს.

საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (გარდა სამხრეთ კავკასიური მილსადენისა, რომლითაც ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან თურქეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი) წარმოადგენს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ,,კორპორაციის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს - შპს ,,საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის“საკუთრებას. ხსენებული გაზსადენებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობისა და საწარმოების გაზმომარაგება, ასევე გაზის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში.

მოძველებულ გაზსადენებს და ინფრასტრუქტურას, ასევე გაზსადენებზე დამონტაჟებულ სხვადასხვა სახის მოწყობილობებს პერიოდულად ესაჭიროება ახალი გაზსადენებით და ინფრასტრუქტურით ჩანაცვლება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის განხორციელებას და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომხმარებლების უწყვეტ და შეუფერხებელ გაზმომარაგებას.


კორპორაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ,,ყაზახ-საგურამოს" მაგისტრალური გაზსადენის 118,7 კილომეტრზე გამოიცვალოს კოროზიული მონაკვეთი. აღნიშნული სამუშაოები უნდა შეასრულოს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, რომელსაც გააჩნია მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენებზე მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება.

"თუკი კოროზირებული მონაკვეთი არ იქნება გამოცვლილი, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გამოსაცვლელ/კოროზირებულ მონაკვეთზე ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და ჯეროვანი ტრანსპორტირების განხორციელება, აგრეთვე, მომავალშიც შენარჩუნდება ამ მონაკვეთიდან ბუნებრივი გაზის მაღალი დანაკარგები", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები