მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის მოხმარება 7%-ით გაიზარდა

გაზი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 7 თვეში საქართველომ 1.85 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა. აქედან მხოლოდ 9 მლნ კუბური მეტრია შიდა მოპოვება, დანარჩენი სრულად იმპორტირებული აირია. აქედან 390 მლნ კუბური მეტრის ბუნებრივი გაზი თბოსადგურების მიერ იქნა გამოყენებული. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზის მოხმარება 6.7%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის 8 თვეში საქართველომ 293 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი იყიდა, რაც წლიურად 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება 2023 წლის 8 თვეში 150%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 84.1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა. საქართველომ თითქმის 209 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტი განახორციელა აზერბაიჯანიდან, ეს 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები