საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ (GOGC) 2019 წლის პირველი ნახევრის არააუდირებული ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში, კომპანიის შემოსავლები 17.8%-ით გაიზარდა და 433.8 მილიონ ლარს მიაღწია.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გაზისა და ნავთობის კორპორაციის მთავარ დანახარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა (ბუნებრივი აირის თვითღირებულება) წარმოადგენდა, რაზეც ორგანიზაციამ 6 თვეში 309 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც 2018 წელთან შედარებით 73.6 მილიონი ლარით მეტია.
GOGC-ის აქტივების ცვეთის ხარჯმა - 19 მილიონი ლარი, დასაქმებულთა ჯამურმა სახელფასო ანაზღაურებამ - 9.7 მილიონი ლარი, გადასახადებმა - 4.8 მილიონი ლარი, სხვა ხარჯებმა კი, 10 მილიონი ლარი შეადგინა.
მთლიანობაში, ორგანიზაციის საოპერაციო მოგებამ 80.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელს არსებულ მაჩვენებლს 24.6 მილიონი ლარით აღემატება.
პერიოდის განმავლობაში GOGC-ის წმინდა მოგებამ 32.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 61 მილიონი ლარით ნაკლებია. GOGC-ის წმინდა მოგების ასეთი მნიშვნელოვანი კლების წამყვანი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მიღებული ზარალია, რამაც პერიოდის განმავლობაში 45 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მრავალმილიონიან ინვესტიციას ახორციელებს გარდაბანში ახალი თბოსადგურის მშენებლობაში, რომლის საინჟინრო სამუშაოებიც 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, უკვე 90%-ით არის დასრულებული.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ენერგობაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. კორპორაციის საქმიანობის მიმართულებებია ბუნებრივი გაზის იმპორტი და მაგისტრალური მილსადენების სისტემის გამოყენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე შვილობილი კომპანიების მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება.