მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Gazprom-მა სანქციების შემდგომ LNG-ის პირველი შეკვეთა ჩინეთში შეასრულა

გაზპრომ
BM. GE
08.12.25 21:00
240

რუსული ენერგოკომპანია, Gazprom-ი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებას აგრძელებს. როგორც შესაბამის მონაცემებში ჩანს, კომპანიამ თხევადი ბუნებრივი აირის შეკვეთა პორტოვაიას ტერმინალიდან ჩინეთში ჩაიტანა. მისი განხორციელება ხაზს უსვამს რუსული ენერგოკომპანიების მიერ არჩეულ ახალ კურსს, რომელიც აზიურ ბაზარზე გაფართოებას გულისხმობს. თხევადი ბუნებრივი არის ტრანსპორტირება საზღვაო ხომალდის მეშვეობით მოხდა, რომელმაც ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი (NSR) გაიარა.

პორტოვაიას ტერმინალი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს მდებარეობს, ადრე Gazprom-ის ევროპელ კლიენტებს ემსახურებოდა, თუმცა სანქციების პირობებში ეს თითქმის შეუძლებელი ხდება. ახალი მომხმარებლების მოძიებით რუსული მხარე ცდილობს დასავლური სახელმწიფოების ჩანაცვლებას, მისი ენერგოსექტორის გაჯანსაღებასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები