Gazprom-მა წლევანდელი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. რუსული ენერგოგიგანტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვეში წარმოება წლიურად 19.6%-ით შეამცირეს, რაც რაოდენობრივად თითქმის 100 კუბური მეტრს აღწევს.
ჯამში წელს კომპანიამ 394.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი აწარმოა. რაც შეეხება გაზის ექსპორტს, გაზპრომის თანახმად, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვვეყნების გარეშე, ექსპორტი წლიურად 45.1%-ით შეუმცირდათ. ჯამში კი კომპანიამ თითქმის 100 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი გაიტანა ექსპორტზე.
კრემლის მიერ კონტროლირებადი კომპანია ასევე აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში ჩინეთისთვის “ციმბირის” გაზსადენით გაზის მიწოდება ხანგრძლივი კონტრაქტის პირობების შესაბამისად გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ Gazprom-მა 2020 წელს ჩინეთში 4.1 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტი განახორციელა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდა, ხოლო 2023 წელს რუსეთი ელოდება, რომ ჩინეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
რუსეთისთვის ჩინეთი რომ მნიშვნელოვანი ბაზარია, ეს იმითაც დასტურდება, რომ სექტემბრის დასაწყისში ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა ციმბირი 2-ის გაზსადენის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ გაზსადენმა მონღოლეთის გავლით ჩინეთს რუსული გაზი უნდა მიაწოდოს. ამ დროისთვის გაზპრომს სრულად გაჩერებული აქვს Nord Stream 1-ის გაზსადენი, რომელითაც რუსული გაზს ევროპაში მისი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი გერმანია იღებდა.