ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიაში ამბობენ, რომ გაზის მიწოდება რუბლში გადახდის შემთხვევაში აღდგება.
"26 აპრილის სამუშაო დღის ბოლოსთვის, კომპანიებს „ბულგარგაზსა“ (ბულგარეთი) და PGNiG-ს (პოლონეთი), რუსეთის პრეზიდენტის 31.03.2022 წლის 172-ე ბრძანების შესაბამისად კომპანია „გაზპრომ ექსპორტისთვის" რუბლში გადახდა არ განუხორციელებიათ. 1 აპრილიდან მიწოდებული გაზის გადასახადი ახალი რეკვიზიტების გამოყენებით რუბლში უნდა განხორციელდეს, რის შესახებაც პარტნიორები თავის დროზე იყვნენ ინფორმირებულები.
ამასთან დაკავშირებით, „გაზპრომ ექსპორტმა“ „ბულგარგაზსა“ და PGNiG-ს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ აცნობა.
ბულგარეთი და პოლონეთი სატრანზიტო სახელმწიფოები არიან. სატრანზიტო მოცულობებიდან მესამე ქვეყნებში რუსული გაზის არასანქცირებული გატანის შემთხვევაში, სატრანზიტო გადაზიდვები ამ მოცულობით შემცირდება", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონურმა კომპანია PGNiG-მ გაზის მიწოდების სრული შეჩერება დაადასტურა.




























