მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაზპრომმა“ იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - ენერგოკომპანიაში მიზეზს განმარტავენ

633849908f42f
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 18:27
806
„გაზპრომმა“ იტალიას, ავსტრიის გავლით გაზის მიწოდება შეუწყვიტა. განცხადებას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.

ენერგოკომპანიაში ავსტრიის გავლით რუსული გაზის იტალიისთვის მიწოდების შეჩერებას ავსტრიული ოპერატორის მიერ რეგულაციების შეცვლის გამო ტრანსპორტირებაზე უარის თქმას ასახელებენ.

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული რუსული გაზის ტრანსპორტირება ავსტრიის გავლით შეჩერებულია ავსტრიული ოპერატორის მიერ უარის თქმის გამო შეჩერდა. მიზეზი ავსტრიაში შეცვლილ რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც სექტემბერის ბოლოს განხორციელდა. ჰოლდინგი იტალიელ შემსყიდველებთან ერთად პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"გაზპრომის" განცხადებამდე, იტალიური ენერგოკომპანია Eni აცხადებდა, რომ გაზპრომიდან მიიღო შეტყობინება, რომ ის 1 ოქტომბრიდან ბუნებრივი აირის მიწოდებას ავსტრიის გავლით ვეღარ შეძლებდა. აღსანიშნია, რომ სლოვაკურ-ავსტრიული საზღვრიდან იტალიაში მიმავალი გაზსადენის სიგრძე 380 კმ-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები