მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილ მოხმარებას ქსელი ვერ უძლებს, რაც ელექტროენერგიის ხშირ შეწყვეტას იწვევს - ენერგოომბუდსმენი

ელექტროენერგია

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი ამბობს, რომ გაზრდილია ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, ეს კი გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი პრობლემა გვიფიქსირდება ავარიებთან დაკავშირებით.

"ელექტროენერგიის წყვეტის ორი ტიპი არსებობს: ერთი, როცა კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რა დროსაც მომხმარებელს შეტყობინება ეგზავნება. მეორე ავარიაა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი ქსელი, სატრანსფორმატორო ჯიხური ან მისი მოწყობილობა ვერ აკმაყოფილებს ნორმებს. ეს ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიის წყვეტას იწვევს და ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მომხმარებელს და ბიზნესსაც.

ამიტომ ამ საკითხის სისტემური სწავლა დავიწყეთ. მომართვიანობის შესწავლით ერთ რამეს მივხვდით, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას, გაზრდილ აბონენტებს ის სატრანსფორმატორო ჯიხურები, ქვესადგურები და ქსელი ვერ უძლებს. შესაბამისად, საჭიროებენ მასშტაბურ ცვლილებას”, - აცხადებს ნინო გულეიშვილი და დასძენს, რომ ამ საკითხის განხილვას “თელასთანაც” აპირებენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები