საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
"ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 5,7,12,14,19,21,26,28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.