მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GCCA-მ „ტოიოტა ცენტრი თბილისთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

ტოიტა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტომომსახურების სექტორში მოქმედ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისთან“ მომხმარებლის ინტერესების დასაცავად პირობითი ვალდებულების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრას და მოვაჭრეს ავალდებულებს:

  • შიდა პოლიტიკის კორექტირებას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის შემუშავებას ქართულ ენაზე, მკაფიო და სრულად;
  • სავაჭრო ობიექტში საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო მითითებას;
  • საგარანტიო პირობების ნათლად ჩამოყალიბებას.

GCCA-ს გადაწყვეტილებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ 1 თვე აქვს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

სააგენტო აღნიშნავს, რომ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად მიიჩნევა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 1997 წელს რეგისტრირებული „ტოიოტა ცენტრი თბილისის" წილები ასე ნაწილდება:

  • ირაკლი გურჩიანი - 29.2%;
  • დავით ტაკიძე - 33.3%;
  • თეონა ტაკიძე - 12.5;
  • ლაშა გულიაშვილი - 12.5%;
  • გიორგი გულიაშვილი - 12.5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები