მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GEEF 2025: ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება

ემერგეტიკული ფორუმი
30.10.25 13:49
396

Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი მეორედ გაიმართება. ღონისძიების გენერალური სპონსორი პროკრედიტ ბანკია.

Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით, ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი მეორე წელია აერთიანებს სექტორის წამყვან წარმომადგენლებს როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან. ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და სექტორში ინოვაციური მიდგომების გაზიარებას.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია ხუთ ძირითად თემაზე:

  1. სტრატეგიიდან ქმედებამდე — მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში
  2. მწვანე ტრანზიციის დაფინანსება — ინსტრუმენტები, რისკები და შემოსავალი
  3. მზის ენერგია საქართველოში — ინოვაციები, შენახვის სისტემები და ქსელში ინტეგრაცია
  4. ჰიდრო და ქარის ენერგია — ენერგეტიკული მდგრადობისთვის
  5. მწვანე წყალბადი და ბიოსაწვავი — საქართველოს შესაძლებლობები ახალი საწვავის ეპოქაში

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპიკერები სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან.

🔗 დეტალური განრიგი იხილეთ: energyexpo.ge/services
📝 წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია: რეგისტრაციის ბმული

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი, ისე ახალი და მცირე კომპანიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მზის ენერგიის მიმართულებას, თუმცა წარმოდგენილი იქნებიან ინოვაციური კომპანიები ქარისა და ჰიდროენერგიის სექტორებიდანაც.

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.energyexpo.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები