მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა Tether-ი ქართულ სტარტაპებში ინვესტირებას? - კომპანიის პასუხი

64a3e1ccbc73d
გიორგი არონია
04.07.23 13:17
540

მაისის ბოლოს, კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ ინვესტიცია მოიზიდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან ინვესტიცია მოიზიდა.

პირველი ინვესტიციის შემდეგ, საინტერესოა, გეგმავს თუ არა Tether-ი ინვესტიციას სხვა ქართულ სტარტაპებში და საერთოდ, როგორ აფასებს კომპანია ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას? ამ თემაზე, Tether-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.

“გასულ დღეებში რამდენიმე დამფუძნებელს შევხვდით, რომელთა სტარტაპებს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, მოლაპარაკებები, რასაკვირველია, ჯერ ადრეულ ეტაპზეა. ერთი მათგანი განათლების სფეროში ოპერირებს და მომხმარებლებს ფიზიკურ და ონლაინკურსებს სთავაზობს. ეს კომპანია საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ მას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაზრდის პოტენციალი აქვს”, - ამბობს პაოლო არდოინო BMG-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $83 მილიარდს აღემატება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები