მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგუთის მოსახლეობისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის ₾27 მლნ დაიხარჯება

სამუშაოები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია.

როგორც სამინისტრო იტყობინება, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის დასრულების ვადად 2026 წლის დეკემბერია განსაზღვრული, თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე - 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

"პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეზერვუარი, წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, საქლორატორო. ასევე გათვალისწინებულია ნაპირდამცავი სამუშაოები.

სოფელ გეგუთში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა, მოსახლეობის უმრავლესობა თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხუთი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით - 115 მილიონამდე ლარი. სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, 30 000-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასრულდა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ერთი პროექტი, შედეგად, 3 330-მდე ბენეფიციარი სარგებლობს ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები