"ოცნების" პრემიერი აცხადებს, რომ ₾1 მლრდ-ის ჯარიმები უკლებლივ ყველა ენერგოკომპანიას ჩამოეწერება, თუმცა როდის გახდება ცნობილი კომპანიები, ვისაც ამნისტია შეეხებათ, არ აკონკრეტებს, ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმით არის გამორჩეული, რომ არავითარი დიფერენციაცია არ იქნება.
„ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული - არავითარი დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.



























