მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾13 მილიონის დროებითი ფინანსური დახმარება ბიუჯეტიდან რუსთავსა და ქუთაისს|განკარგულება

ქუთაისი

მთავრობამ რუსთავსა და ქუთაისს დროებითი ფინანსური დახმარების სახით, ბიუჯეტიდან 13 მლნ ლარი გამოუყო.

26 მარტით დათარიღებული 610-ე განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს თანხა 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტების გადასაცემი ტრანსფერიდან გამოეყოფათ. დოკუმენტში აღნიშნული არა რის კონკრეტულად რაზე დაიხარჯება აღნიშნული თანხები.

13 მლნ ლარიდან 10 მილიონი რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის, 3 მილიონი კი ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო და მისი სარგებლობის ვადად 15 ივლისი განისაზღვრა.

განკარგულებაში ცნობის სახით აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ქონების გადასახადია, რომლის მობილიზებაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 15 ივნისსა და 15 ნოემბერს ხდება. ამგვარად, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლების პროგნოზის გათვალისწინებით, წლის 2026 წლის პირველ ნახევარში, ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, დროებითი ფულადი რესურსი სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები