სუსის უფროსი გელა გელაძე გახდება, ის პოსტზე მამუკა მდინარაძეს ჩაანაცვლებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე,“- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სუსის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
გელა გელაძე შს მინისტრის თანამდებობაზე 2025 წლის 28 მაისს დაინიშნა. ხოლო მისი წინამორბედი ვახტანგ გომელაური თანამდებობას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა.
რაც შეეხება სულხან თამაზაშვილს, სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 5 აპრილს დაინიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მან თორნიკე რიჟვაძე ჩაანაცვლა.
გელა გელაძის სამუშაო გამოცდილება:
- 2025 წლის 5 აპრილიდან 28 მაისამდე - სუსის მოადგილე
- 2024 წლის 3 დეკემბრიდან 2024 წლამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე
- 2024-2024 წლებში - შს მინისტრის მოადგილე
- 2023 წლიდან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე
- 2018 - 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
- 2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი
- 2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
- 2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
- 2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი
- 2007-2008 – საქართველოს იუსტიცის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი
- 2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი
- 2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე
- 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი
- 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი
- 2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი
- 2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი
- 2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი
- 2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე
- 1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი




























