მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელა ხანიშვილი რუისში მსხლის ინტენსიური ბაღის გაშენებას გეგმავს, ინვესტიცია - $8 მლნ

სოფელი

კომპანია „აგრო - 1959“-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი ქართლში, სოფელ რუისში მსხლის ინტენსიური ბაღის გაშენებას გეგმავს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მსხლის ინტენსიური ბაღები დაახლოებით, 70 ჰა-ზე იმ ტერიტორიაზე გაშენდება, სადაც ამჟამად „აგრო - 1959“-ს სხვადასხვა ერთწლოვანი კულტურა მოჰყავს.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ ერთწლოვანი კულტურების მრავალწლოვანით ჩანაცვლება უფრო მეტად მოგებიანია. ბაღში, ძირითადად, მსხალს გააშენებენ.

"საქართველოში 1 900 ჰა ვაშლის ინტენსიური ბაღებია გაშენებული, მაგრამ მსხალი რუკაზე არ ჩანს. ამ დროს მსხლის მოხმარება ქვეყნის შიგნითაც მზარდია და გარეთაც; საფასო სეგმენტიც მაღალია, ამიტომ ჩემი ახალი ბიზნესპროექტი, რომელსაც ახლა ბანკებთან და პარტნიორებთან ერთად ვამუშავებ, მთლიანად მსხალზეა აწყობილი. 1 ჰა ბაღის გაშენება 100-120 ათასი ლარი ჯდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირბელება 7-დან 8 მლნ დოლარამდე იქნება“, - თქვა გელა ხანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო პროგრამებსაც გამოიყენებს.

„უკვე სრულყოფილად გამოვიყენებ სახელმწიფო პროგრამებს, მათ შორის „დანერგე მომავალს“, რაც საკმაოდ დიდ შეღავათს იძლევა, მაგრამ არა იმდენს, რომ სასურველი იყოს ფერმერისთვის, მაგრამ ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა გელა ხანიშვილმა.

ბიზნესმენის გათვლებით, რუისში მსხლის ბაღების გაშენებას, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყებს; პირველ მოსავალს კი, 2-3 წლის შემდეგ მიიღებს.

„უკვე ვფიქრობთ საექსპორტო ბაზრებზე - განვიხილავთ იტალიას, რადგან ამ ქვეყანას მსხლის დეფიციტი აქვს და საუბარი მიდის 10-წლიან კონტრაქტზე. უკვე რომ მქონდეს პროდუქცია, 10-წლიან კონტრაქტს დავიჭერდი ხელში და მექნებოდა ერთადერთი ფუნქცია, როგორც ევროპელ ფერმერს მომეყვანა ხარისხიანი ხილი“, - თქვა გელა ხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები