მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელა ხანიშვილი: პური მკვეთრად არ გაძვირდება

60ddcb6be8dfc
ელენე გოგბერაშვილი
02.07.21 09:00
1103
საქართველოს მთავრობამ ფქვილის სუბსიდირებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროგრამა, რომელმაც პურზე ფასის ზრდა გადააზღვია, 7 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტს 15-16 მილიონი ლარი დაუჯდა.

იმის გამო, რომ ახლა ხორბლის ახალ მოსავალს ელიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში, საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ კარგი დროა სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის, თან იმ ფონზე, როცა ხორბალსა და ფქვილზე ფასს შემცირების ტრენდი აქვს, თუმცა ფაქტია არა ისეთი, რომ სუბსიდირების გარეშე პურის ქარხნებმა ფასები უცვლელად შეინარჩუნონ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე არ ფიქრობს, რომ ფასი პურზე რადიკალურად გაიზრდება, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ფასები ფქვილის ბაზარზე დასტაბილურდება.

„ამ პროგრამის დასრულების შედეგად როგორც წისქვილკომბინატებს, ისე საცხობებს მიეცათ სრული თავისუფლება. თქვენ იცით, რომ სუბსიდირდებოდა მხოლოდ ფქვილის მესამედი, რითაც იწარმოებოდა სოციალური პური. რაც შეეხება სუბსიდირებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას, იცით, რომ ალოობაა ახლა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ასევე მიმდინარე წელს არის რეკორდული მოსავალი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინაში, ასევე, ევროპაში, ამან განაპირობა, რომ ხორბლის ფასებმა დაიწყო დაბლა სვლა, ეს აისახა ფქვილზეც. თუკი რამდენიმე დღის წინ ფქვილი ღირდა 70 ლარი, შემდგომ 65, ახლა ღირს - 58 ლარი. გვაქვს მოლოდინი, რომ დასტაბილურდება ფქვილის ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს საცხობებისთვის რეალური საფასო პოლიტიკის განსაზღვრას.

თავისუფალ საბაზრო პირობებში გამოიკვეთა, რომ მკვეთრი ფასების ზრდა არ მომხდარა, ცალკეულმა საცხობებმა საერთოდ არ გააძვირეს პური. ამ შემთხვევაში მოლოდინი გვაქვს, რომ პურზე ფასის ზრდა იქნება გარკვეულ ზღვრულ ფარგლებში და არანაირი მკვეთრი გაძვირება არ იქნება“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.

ნფორმაციისთვის: მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვით (დეკემბერი-მარტი) აამოქმედა, აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს (მიზანი:პირველი ხარისხის ფქვილის 53 ლარად რეალიზაცია), თუმცა 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი (67-68 ლარი) იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.

შექმნილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, პირველი ეტაპის ვადის გასვლის შემდეგ სუბსიდიის პროგრამა კიდევ 3 თვით გაგრძელდა. გაზრდილი კომუნალური ხარჯებისა და სუბსიდიის დღგ-თი დაბეგვრის გამო 20 ლარამდე გაიზარდა სუბსიდიის თანხაც.

პროგრამა, 7 თვის თავზე, 30 ივნისს დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები