მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გელუქი“ მეორე კოტეჯს აშენებს - ინვესტიცია 70 000 ლარია

გელუქი

ცხვარიჭამია-ბურიანის გზაზე მდებარე კოტეჯი "გელუქი", რომელიც ერთი წელია ოპერირებს, წელს, ზაფხულში კიდევ ერთი კოტეჯის გახსნას გეგმავს, რისთვისაც დაახლოებით 70 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კოტეჯის დამფუძნებელი, გელა იზორია BM.GE-სთან ამბობს, რომ ახალი კოტეჯის დამატება გაზრდილი მოთხოვნისა და ჯავშნების დიდი რაოდენობის გამო გადაწყვიტეს.

"არსებული კოტეჯი ჩვენდა გასაკვირად ძალიან მოთხოვნადი გამოდგა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. კოტეჯში 9-10 ადამიანის განთავსება შეგვიძლია, ხოლო გარე ფანჩატურში, რომელიც დაბადების დღის გადახდის ან მეგობრული თავშეყრებისთვის გამოდგება, 15-20 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. ამ ობიექტის სრულად მოსაწყობად 80 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.

კოტეჯში განთავსების ღირებულება განსხვავებულია, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ადამიანი რჩება. მინიმალური ფასი კი 150 ლარით განისაზღვრება.

მეორე კოტეჯი უფრო პატარაა და იქ დაახლოებით 6 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი. ასევე, ტურისტულ ობიექტში სცენის მოწყობასაც ვგეგმავთ, რომელიც როგორც საპრეზენტაციოდ, ასევე მუსიკალური საღამოებისთვის იქნება განკუთვნილი," - აცხადებს იზორია.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი უფრო შორეულ გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში მესამე კოტეჯის დამატებაც განიხილება, რომელსაც საკუთარი კვების ობიექტიც ექნება. კოტეჯი ორ სართულიანი იქნება და შედარებით მეტი ადამიანის მასპინძლობას შეძლებენ.

"ამ ეტაპზე, დასაქმებული არავინ გვყავს და კოტეჯს საკუთარი ძალებით ვუვლით, თუმცა კვების ობიექტების აშენების შემდეგ, კადრების აყვანას ვგეგმავთ," - განაცხადა "გელუქის" დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები