მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

General Motors კორეის რესპუბლიკის ბაზარზე $600 მილიონს დააბანდებს

gm

General Motors-ი თავის სამხრეთ კორეის ქვედანაყოფში 600 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, საწარმოო ობიექტებისა და პროდუქციის განახლების მიზნით.

კერძოდ, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ დეკემბერში გამოცხადებულ 300 მილიონიან დანახარჯების გეგმას, კიდევ 300 მილიონ დოლარს ამატებს.

კომპანიის ცნობით, ინვესტიცია სამხრეთ კორეაში არსებული ორი ქარხნის მოდერნიზაციას მოხმარდება, უახლესი მოდელის საწნეხი დანადგარების დანერგვით. თანხები ასევე დაიხარჯება წარმოების შესაძლებლობების განახლებაზე, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და მცირე ზომის SUV-ების ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.

"კორეული ქვედანაყოფი GM-ის მცირე ზომის SUV-ების წარმოების "ბრწყინვალების ცენტრია"", - ნათქვამია GM Korea-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჰექტორ ვილარეალის განცხადებაში.

2025 წელს GM Korea-მ 462,310 ავტომობილი გაყიდა, ძირითადად აშშ-ში ექსპორტის გზით. აშშ-ის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების ფონზე, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.5%-ით არის შემცირებული.

"საინვესტიციო გეგმა პოზიტიურია კომპანიის კორეელი თანამშრომლებისთვის, რომლებიც სამხრეთ კორეიდან GM-ის პოტენციური გასვლის გამო კვლავ ღელავენ", - განუცხადა Reuters-ს პროფკავშირის ლიდერმა, ან კიუ-ბაეკმა.

დაბალი წარმოების მაჩვენებლებისა და სუსტი გაყიდვების გამო, 2018 წელს GM სამხრეთ კორეის მთავრობისგან 7.15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის მიღებას დათანხმდა. სავალდებულო გარიგების პირობების თანახმად, GM-ს ქვეყნიდან თავისი ინვესტიციის გატანა 10 წლის განმავლობაში არ შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები