ცოტნე ყავლაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობას ტოვებს და ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაცია BMG-საც დაუდასტურეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022 წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.




























