მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალური აუდიტორის ხელფასი ორმაგდება

ცოტნე ყავლაშვილი

საქართველოს გენერალური აუდიტორის ხელფასი ორმაგდება - შესაბამის ცვლილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ახალი წესით გენერალური აუდიტორის ხელფასი მიებმება საქართველოს საჯარო სამსახურში არსებულ საბაზო ხელფასს და ის 9-ზე გამრავლდება.

2024 წლისთვის საჯარო სამსახურში საბაზო ანაზღაურება თვეში 1,330 ლარს შეადგენს, შესაბამისად ის 9-ზე გამრავლდება და თვეში 11,970 ლარით, ანუ წელიწადში 143,640 ლარით განისაზღვრება. ამასთან, საბაზო ანაზღაურება ყოველწლიურად გადაიხედება, შესაბამისად აღნიშნული ხელფასიც ყოველწლიურად ზრდის მიმართულებით გადაიხედება.

არსებული მდგომარეობით, გენერალური აუდიტორის წლიური ხელფასი 64,641 ლარს, ანუ თვეში 5,386 ლარს შეადგენს, შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებებით ის 2.2-ჯერ იზრდება.

კანონპროექტის თანახმად, გენერალური აუდიტორის ხელფასი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასის ტოლი, რომელიც თავის მხრივ საბაზო ხელფასის 9-ზე ნამრავლი იქნება.

“კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის ანაზღაურება დაანგარიშების სისტემა დაკავშირებულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ფაქტობრივ ხელფასთან, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების საფუძველზე, მოხდა პარლამენტის თანამდებობის პირებისა და წევრების ანაზღაურების ცვლილება, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები