მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა

გვარაკიძე

გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს - ინფორმაცია bm.ge-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

შედეგად გენერალურ პროკურატურას 5 მოადგილე ჰყავს: ახლად დანიშნული გიორგი გვარაკიძე, გიორგი ბადაშვილი, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ამირან გულუაშვილი, ზურაბ ბელთააძე.

გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორი იყო - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.

დანიშვნამდე ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. გვარაკიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა პროკურატურაში.

დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყაველაშვილი კი ფინანსთა სამინისტროში, მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები