მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეოფლაუერმა“ $200 000-იანი ინვესტიციით მზის პანელები დაამონტაჟა

61bb4253ac142
მარიამ იზორია
17.12.21 00:00
922
ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელი და ორგანული მთის ჩაის Montea-ს მწარმოებელმა კომპანია “გეოფლაუერმა” 250 კვტ სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა და წარმოების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიაზე გადავიდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ძნელაძე bm.ge-სთან აცხადებს, გეოფლაუერმა პროექტისთვის $200 000 მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, წლის ბოლომდე კი ინვესტიციის მოცულობა $300 000-მდე გაიზრდება. ამასთან მისივე თქმით, "გეოფლაუერის" გეგმა 2022 წლის ბოლოს 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლაა.

“პრაქტიკულად ჩვენი წარმოების უმეტესი ნაწილი უკვე განახლებად ენერგიაზე მუშაობს, ამ დროისთვის 250 კვტ სიმძლავრის მზის პანელები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა ამაზე არ გავჩერდებით, ჩვენი გეგმაა 2022 წლის ბოლოს წარმოება სრულიად განახლებად ენერგიაზე გადავიდეს”, - განმარტავს გოჩა ძნელაძე.

გარდა ამისა კომპანია „გეოფლაუერი“ 2022 წლის იანვარში $50 000 მოცულობის ინვესტიციით ორგანული ნარჩენების გადამმუშავებელ საწარმოს, ე.წ კომპუსტს აამოქმედებს, რისი მეშვეობითაც საწარმოს ორგანული ნარჩენების გადაყრა აღარ მოუწევს, კომპანია ნარჩენებს საკუთარ პლანტაციებში სასუქად გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები