მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ი ნოვოსიბირსკის მიმართულებით გეგმავს ფრენას

გერმანია

რუსული მედიის ინფორმაციით, ქართული Georgian Airways-ი თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. „ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Georgian Airways ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. თავად კომპანიის ვებგვერდზე ჯერჯერობით ახალი მიმართულება დამატებული არაა.

არსებული მდგომარეობით, Georgian Airways-ი რეგულარულ რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები