ავიაკომპანია Georgian Airways-სს ახალი გენერალურ დირექტორი ჰყავს.
მეწარმეთა რეესტრში ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორად უკვე დავით გაიაშვილია რეგისტრირებული, რომელიც ამავე დროს ავიაკომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია. დარჩენილ 20%-ს კი შპს „ჯორჯიან ეარ სერვისი“ფლობს.
შეგახსენებთ, რომ დავით გაიაშვილის პოზიციას ამ დრომდე რომან ბოკერია იკავებდა. მან პოსტი 8 ოქტომბერს დატოვა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე დაწერა.
Georgian Airways-ში საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად avianews.ge-მ გაავრცელა.