მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Wings თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით იფრენს

Georgian Wings-მა თბილისი-ბაქოს მიმართულებით პირველი საერთაშორისო ფრენა  შეასრულა
BM. GE
07.09.23 11:51
72

ქართულმა ავიაკომპანია Geosky-მ სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, საერთაშორისო რეგულარული ფრენა შეასრულა.

"ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში "Georgian Wings"-ის პირველი საერთაშორისო რეისის წარმატებით განხორციელებას. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. აღნიშნული მარშრუტი გვიხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს, განვავითაროთ ორმხრივად ტურიზმი და ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. ATR72- 500 საჰაერო ხომალდით ფრენები თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით 6 სექტემბრიდან რეგულარულად შესრულდება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო მიმოსვლას ორ მეზობელ ქვეყანას შორის და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება საწყისი გრძელვადიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის", - განაცხადა Georgian Wings-ის ხელმძღვანელმა  ედისონ ფიფიამ.

Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდი, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაეშვა. ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი ქართულ საჰაერო ხომალდს საზეიმო ვითარებაში ტრადიციულად წყლის თაღით დახვდა. პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში გაიმართა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც Georgian Wings-ის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი საღირაშვილი, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორი თეიმურ გასანოვი, Georgian Wings-ის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ისმაილ მამმადოვი და ,,აზერბაიჯანის ავიახაზები“-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სამირ რზაევი.

"ვიმედოვნებთ, რეისები შესრულდება ყოველდღიურად, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადის ზრდას. რა თქმა უნდა ეკონომიკის გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე აზერბაიჯანის და მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის ძალიან საინტერესო იქნება მგზავრობა ქართული ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდითაც. პარიტეტის მეშვეობით დღეს სრულდება რეისები, როგორც აზერბაიჯანის ავიახაზებით, ასევე ჩვენი ავიახაზებით ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და დიდი პერსპექტივა აქვს ურთიერთთანამშრომლობას და ერთობლივი მუშაობით ჩვენ მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას“, - განაცხადა Georgian Wings-ის პირველი რეისის შესრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

Georgian Wings  ფრენებს თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები