როგორც Geosoft-ში ამბობენ, 2024 წელი კომპანიისთვის ზრდის და საერთაშორისო აღიარების წელი იყო. კომპანია, რომელიც საქართველოში Google Cloud-ის პარტნიორია, Google Workspace-ისა და Google Cloud Platform-ის დანერგვით ქართული ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას ხელს უწყობს.
კომპანიის მიმდინარე წლის შედეგებზე, ოპერირების თავისებურებებზე და მომავალ გეგმებზე Geosoft-ის დირექტორს, ანდრო მესხორაძეს ვესაუბრეთ და ახლა, ამ ინტერვიუს გთავაზობთ.
ანდრო, როგორი იყო 2024 წელი Geosoft-ისთვის? რამდენი მომხმარებელი გყავთ?
2024 წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო. გასულ წელთან შედარებით, სამმაგი ზრდა გვქონდა და ამჟამად რამდენიმე ასეულ კომპანიას ვემსახურებით. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს ციფრული კომუნიკაციების ეფექტურობის გაზრდასა და ინფორმაციული უსაფრთხოების ამაღლებაში ღრუბლოვანი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.
დაამატეთ თუ არა სიახლეები, თუ კი — რა სიახლეები?
დიახ, 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდა. უპირველეს ყოვლისა, მოვიპოვეთ Google Cloud Platform-ის (იგივე GCP) სერვისებზე გაყიდვისა და სერვისის ავტორიზაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. გარდა ამისა, სექტემბერში Geosoft-ი Google Cloud Premier Partner გახდა, რაც ჩვენი კომპანიის მაღალ კომპეტენციაზე მიუთითებს და ავტორიზაციას გვაძლევს საერთაშორისო ბაზარზე.
რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს Geosoft-ი დღეს? რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები?
ჩვენ ვთავაზობთ Google Workspace-ის (ყოფილი G Suite) და Google Cloud Platform-ის სრულ სპექტრს, მათ შორის დანერგვას, მომსახურებას, კონსულტაციას და ტრენინგებს. ყველაზე მოთხოვნადი სერვისებია Google Workspace-ის (Gmail, Drive) დანერგვა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ასევე ქლაუდში მიგრაცია, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებას და ხარჯების ოპტიმიზაციას.
ანდრო, რას გეგმავს Geosoft-ი 2025 წელს?
2025 წელს ვგეგმავთ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. გავაგრძელებთ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და აქტიურად ვიმუშავებთ Google Cloud-ის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენი მიზანია, Geosoft-ი გახდეს რეგიონში წამყვანი ქლაუდ-სერვისების პროვაიდერი.