მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია და ბელგია გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან

გაყინული აქტივები
BM. GE
27.08.25 15:55
726

გერმანიისა და ბელგიის ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე აშკარა წინააღმდეგობა დააფიქსირეს. ფრიდრიხ მერცისა და ბარტ დე ვივერის აზრით, რუსეთის ცენტრალური ბანკის ევროკავშირში არსებული აქტივების უკრაინისთვის იძულებით გადაცემა სერიოზულ სამართლებრივ პრობლემას შექმნის. ლიდერები შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს. მათი შეფასებით, თუ აქტივების იძულებითი ჩამორთმევის პრეცედენტი შეიქმნება, ევროპული ბანკებიდან საკუთარი აქტივების გატანას სხვა ქვეყნებიც დაიწყებენ.

გერმანიისა და ბელგიის ლიდერები გაყინული აქტივების ყოველთვიური ამონაგების უკრაინისთვის გადაცემას ყველაზე ოპტიმალურ მიდგომად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ომი არ დასრულდება. ცნობისთვის, გასულ 6 თვეში უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან ამონაგების სახით €10 მილიარდი ევრო მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები