მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია დასასვენებლად წასული და შემდეგ ინფიცირებული მოქალაქეების ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფს

5ede04ad061b1
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 21:20
5778
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ გერმანიის ხელისუფლება საზღვარგარეთ დასასვენებლად წასული და შემდეგ ინფიცირებული მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაციას არ განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მინისტრმა მოუწოდა მოქალქეებს, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და დასვენების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მოქალაქეებს, რომლებიც შვებულების საზღვარგარეთ გატარების დროს დაინფიცირდებიან, არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენ მათ სახლში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფთ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საკონსულო, რა თქმა უნდა, დაეხმარება საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, მაგრამ მათ გამოსაყვანად სპეციალურ ავიარეისს არ დანიშნავს.

15 ივნისს გერმანია ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან საზღვარს გახსნის. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდიდან შეძლებენ გერმანიის მოქალაქეები ევროკავშირის გარეთ თავისუფლად მოგზაურობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები