მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია გაეროს წამყვან პოზიციაზე ანალენა ბერბოკის კანდიდატურას წარადგენს

გერმანია

"გერმანია გეგმას, გაეროს ეროვნული ორგანიზაციის წამყვან თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კანდიდატურა წარადგინოს", - ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანცლერ ოლაფ შოლცსა და სხვა სამინისტროებს ოფიციალურად განუცხადა, ბერბოკს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაზე წარადგენენ.

ბერბოკი, რომელიც მწვანეთა პარტიის წევრია, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მომდევნო კვირებში დატოვებს, მისი პარტია კი - მთავრობას. ფრიდრიხ მერცის პარტია კი ქვეყნის მართვას სოციალ-დემოკრატებთან კოალიციით გადაიბარებს.

არჩევის შემთხვევაში, ანალენა ბერბოკი გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას ივნისიდან, ერთ წლის ვადით დაიკავებს.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის საქმიანობაა, გაეროს წევრი ქვეყნების სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები