მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე პუტინის მოთხოვნას "შანტაჟს" უწოდებს

6245c2df580d2
მარიამ ვარადაშვილი
31.03.22 19:06
1358
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი შატნაჟს უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ თხევადი ბუნებრივი გაზის საფასური “არამეგობრულ” ქვეყნებს რუბლში გადაახდევინოს.

კერძოდ, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ გერმანია უარს ამბობს რუსეთის მოთხოვნაზე და დასძენს, რომ რუსეთის მხრიდან ეს მანევრი “შანტაჟს” უტოლდება.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუბლში გადახდაზე გერმანია უარს ამბობს და ვალუტის ცვლილება კონტრაქტის დარღვევად ფასდება. ეს მან ფრანგ კოლეგასთან ერთად მოწყობილ ბრიფინგზე განაცხადა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის გამო ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა რუბლში მოუწევდათ. Reuters წერს, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურს ძირითადად ევროში იხდიან. “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა (G7) რუსეთის მოთხოვნაზე უარი უკვე განაცხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები