გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერად რჩება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, დიდი შვიდეულის ფარგლებში უკრაინა გერმანიისგან €50 მილიარდს მიიღებს სესხის სახით. შოლცის თქმით, გერმანია იყო და რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპის სახელმწიფოებს შორის უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას €50 მილიარდის სესხის სახით, რომელსაც დიდ შვიდეულთან ერთად ვიწყებთ. ეს უკრაინას მისცემს საშუალებას, შეიძინოს დიდი ოდენობის იარაღი“, – წერს კანცლერი.