მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ მაღალჩინოსნების Signal-ის ანგარიშების გატეხვაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა

ჰაკერები

გერმანიის მთავრობამ Signal-ის მეშვეობით განხორციელებულ მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთი ოფოციალურად დაადანაშაულა.

როგორც გერმანიის პროკურატურის მიერ თებერვალში დაწყებული გამოძიების ფაილებიდან ირკვევა, თავდამსხმელები ყალბ უსაფრთხოების ჩეთბოტს იყენებდნენ. ისინი მაღალჩინოსნებს ტელეფონებზე საეჭვო აქტივობის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნიდნენ და PIN-კოდის შეყვანას ან QR-კოდის სკანირებას სთხოვდნენ. ამ მეთოდით ისინი ტელეფონში შეღწევისთვის საჭირო ყველა ანონიმურ მონაცემს იღებდნენ და შემდგომ Signal-ის ანგარიშებს საკუთარ მოწყობილობებთან აკავშირებდნენ.

განმარტებისთვის, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პოლიტიკური ლიდერი სწორედ Signal-ის აპლიკაციას იყენებს, რადგან მისი გამოყენებით განხორციელებულ სატელეფონო საუბრებსა თუ მიმოწერით კომუნიკაციაზე დაკვირვება აპლიკაციაზე პირდაპირი წვდომის გარეშე შეუძლებელია.

გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა თაღლითური მეთოდით გერმანული პოლიტიკურ წრეებში მომუშავე 300-მდე პირის ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა. სამიზნეებს შორის იყვნენ მინისტრები, სამხედრო პერსონალი და ჟურნალისტები.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური საფრთხის შესახებ ინფორმაცია მარტში ნიდერლანდების დაზვერვამაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, რუსი ჰაკერები ევროპელი დიპლომატების Signal-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციებში შეღწევას ცდილობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები