მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების სია განაახლა

646d28b0e1bd6
ალა ისპირიანი
24.05.23 01:00
949
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების სია განაახლა. გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინას TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადაეცა.

აღნიშნულ საჰაერო სათვალთვალო რადარს შეუძლია, აღმოაჩინოს, თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს 250კმ-მდე რადიუსში. ასევე კონცენტრირებას ახდენს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე.

აღნიშნული რადარის გარდა, გერმანიამ უკრაინას განაღმვის სისტემები, Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა.

განახლებულ სიაში წერია სასაზღვრო და სატვირთო მანქანების შესახებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები